არქიტექტორთა მორალის კოდექსი

 

პრაქტიკული საქმიანობით დაკავებულ არქიტექტორთა საერთაშორისო მორალის კოდექსი

 

ცნობს რა არქიტექტორთა საქმიანობის ფუძემდებლურ მნიშვნელობას ყველა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის;

აცნობიერებს რა იმ როლს, რომელსაც არქიტექტორთა საქმიანობა თამაშობს ადამიანის საარსებო გარემოს შემოქმედებით ჩამოყალიბებაში, რაც ხელს უწყობს მისი ცხოვრების სრულფასოვანებას და ესთეტიკური პრობლემების გადაწყვეტისას ითვალისწინებს ეროვნული კულტურების მრავალფეროვნებას;

სურს რა ეროვნულ შესაძლებლობათა განმტკიცება არქიტექტორთა პრაქტიკული საქმიანობის მეშვეობით; ისეთი ინფორმაციის ნაკადის გაფართოების მეშვეობით, რომელიც უწინარესად პასუხობს განვითარებადი ქვეყნების თავისებურ მოთხოვნილებებს;

სწამს რა, რომ დადგა ყოვლისმომცველი პოლიტიკისა და პრინციპების ამსახველი მორალური კოდექსის გამოქვეყნების დრო არქიტექტორთა პრაქტიკული საქმიანობის შემოქმედებითი როლის ამაღლების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ წესს, რომელიც გახდებოდა ყველა ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის საფუძველი;

ადასტურებს რა იმ სარგებლობას, რომლ ის მომტანია მორალური კოდექსის ფართოდ გამოყენება და ყველა არქიტექტორის, დაწესებულებისა თუ საწარმოს მიერ მისი დაცვა;

არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი საერთაშორისო მორალურ კოდექსს ყველა პროფესიონალი არქიტექტორის ქმედების საერთო ნორმად აცხადებს;

მუხლი 1: პროფესიული საქმიანობის ყველა სფეროში არსებითია ამა თუ იმ ქვეყანაში ფასეულობათა გაბატონებული სისტემისა და კულტურის შემეცნება, ხოლო ნორმების განსაზღვრა მიზანშეწონილია ეროვნულ საფუძველზე. ეს ნაკარნახევია იმ გარემოებით, რომ მაღალგანვითარებული სამრეწველო ქვეყნებისათვის გამოსადეგი ნორმები შესაძლოა განვითარებადი ქვეყნებისათვის ვერ გამოდგეს  გამოიწვიოს გაუმართლებელი სოციალური ზიანი. დაუშვებელია  საზოგადოების მიერ მეორისათვის ამა  იმ გადაწყვეტილების თავზე მოხვევის მცდელობა.

მუხლი 2. იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ პასუხისმგებლობა ყოველი ქვეყნის განვითარებისათვის ძირითადად თვით ამ ქვეყანას ეკისრება, ადგილებზე მოქმედი პროფესიონალი არქიტექტორები უნდა ფლობდნენ თავისი ხალხის საჭიროებათა ინტერპრეტაციის პირველად უფლებას, ხოლო მათი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა წარიმა რთოს დაპროექტება, მშენებლობა, მათი სამშობლოს გარემოს სრულყოფა თუ გარდაქმნა-პატივისცემის ღირსია.

მუხლი 3. გარემო, რომლის ჩამოყალიბებისათვისაა მოწოდებული პროფესიონალი არქიტექტორები, უნდა გამოხატავდეს ერის სულუსკვეთებას და მისი კულტურის არსს ასახავდეს.

მუხლი 4. ზემოხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, უცხო ქვეყანაში მოღვაწე ყოველი არქიტექტორი ვალდებულია ითანამშრომლოს იმ ქვეყნის პროფესიონალ არქიტექტორებთან, სადაც ხდება მისი პროექტის რეალიზაცია განურჩევლად იმისა, მუშაობს იგი სამთავრობათშორისო შეთანხმების საფუძველზე, მოწვეულია სუბსიდიის გა მღები ორგანიზაციის მიერ, თუ დაკავებულია კერძო სექტორის დაკვეთით.

მუხლი 5. შესაბამისი ტექნოლოგიის განვითარების დასაჩქარებლად განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების არქიტექტორები მოვალენი არიან ურთიერთკონტაქტების მეშვეობით ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ერთმანეთს და უზრუნველყონ ინფორმაციით სარგებლობა.

მუხლი 6. პრაქტიკული საქმიანობა უნდა განხორციელდეს როგორც ინდივიდუალურად მომუშავე არქიტექტორებისა თუ კონსულტანტების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია, განათლება, გამოცდილება, გავლილი აქვთ რეგისტრაცია და მიღებული აქვთ პრაქტიკის კანონიერი ლიცენზია, ასევე იმ ფირმების მი ერ, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ჩასატარებელი სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიკაციის მქონე, ამ ფირმების პერსონალის მუშა ობაზე პასუხისმგებელი პროფესიონალი არქიტექტორები.

მუხლი 7. არქიტექტორის პროფესიული კვალიფიკაცია და პატიოსნება საზოგადოებისა და ქვეყნის სასიკეთოდ მისი მუშაობის გარანტიაა იმ მომენტში, როდესაც მას სამუშაოდ იწვევენ.

მუხლი 8. არქიტექტორის მუშაობა აგრეთვე გულისხმობს მის პასუხისმგებლობას დამკვეთის, საზოგა დოებრიობისა და კოლეგების წინაშე, განურჩევლად იმისა, ამგვარი ვალდებულე ბები მისი მოქალაქეობრივი რაობის შედეგია თუ გამომდინარეობს მისი პროფესიული საქმიანობიდან. ამგვარი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ვერ მოიხსნება იმ შემთხვევაში, თუ მას სურს, რომ მისი მოტივები, ქცევა, მორალური ფასეულობანი და უნარი იმსახურებდეს პატივისცემასა და ნდობას.

მუხლი 9. ყოველ ქვეყანას გააჩნია პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც ძირითად მიზნად ისახავს საზოგადოების ზოგად იურიდიულ დაცვას. იმის გამო, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ამგვარი კანონმდებლობა არსებითად განსხვავებულია, არქიტექტორმა უნდა დაიცვას პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელი მთავრობისეული კანონმდებლობა და პატივი  სცეს იმ ქვეყნის პროფესიულ გარემოში მოქმედ მორალურ კოდექსს, სადაც მას მუშაობა მოუწევს.

მუხლი 10. ყველა პროფესიული ორგანიზაციის საერთო მიზანს წარმოადგენს ზნეობრივი ქცევისა და პროფესიული ოსტატობის მაღალი ნორმების ჩამოყალიბება და განვითარება, პრ ოფესიული გაერთიანების წევრთა პროფესიული ქცევის კონტროლი და მონათესავე პროფესიულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ზემოხსენებული მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პროფესიულმა ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ყველა ოფიციალური საჩივრის მიმართ, რომელიც ეხება ამ ორგანიზაციის რომელიმე წევრის არაეთიკურ ქცევას და რომელიც შემოტანილია კოლეგის, დამკვეთის, პროფესიული ორგანიზაციის თუ მთავრობის მიერ, მომჩივანის ადგილსამყოფელის განურჩევლად.


 

მოწონებულია არქიტექტორთა საერთაშორისო

 კავშირის-უია-ს XVI  ასამბლეაზე

1987 წლის ივლისში

ქალაქ ბრაიტონში.

 

საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა

მორალის კოდექსის აღიარება მოახდინა

არქიტექტორთა საერთაშორისო XIX-ე ასამბლეაზე

1996 წელს ქალაქ ბარსელონაში

 

განცხადებები

ახალი განცხადება არ დამატებულა