ეთიკის საბჭოს დებულება

 

პროფესიული საქმიანობის,

საავტორო უფლებების და ეთიკის კომისია

(საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წესდება. თავი X)

 

10.1. კომისიის წევრებს ირჩევს საერთო კრება.

10.2. კომისიის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს გამგეობის წევრი.

10.3. კომისიის თავმჯდომარეს საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ კომისიის წევრები.

10.4. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილება მიიღება 

დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

10.5. კომისია შეისწავლის, განიხილავს და სათანადო დასკვნები გამოაქვს კავშირის წევრთა მიერ 

პროფესიული ეთიკის ნორმების და საავტორო უფლებების დარღვევის საკითხებზე.

10.6. კომისია ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.

10.7. კომისია მოქმედებს საავტორო უფლებების კანონის, კავშირის წესდების, არქიტექტორის პროფესიული 

ეთიკის ნორმებისა და არქიტექთორთა საერთაშორისო მორალური კოდექსის საფუძველზე

10.8. პროფესიული ეთიკის და საავტორო უფლებების დარღვევის საკითხებს კომისია განიხილავს გამგეობის 

ან კავშირის რომელიმე წევრის განცხადების საფუძველზე.

10.9. პროფესიული ეთიკის ნორმების და საავტორო უფლებების დარღვევის ხასიათის და საზოგადოებრივი 

მნიშვნელობის შესაბამისად, კომისია აყენებს საკითხს გამგეობის წინაშე დამრღვევი პირის 

კავშირიდან გარიცხვის ან სხვა ზომების შესახებ, აგრეთვე რეაგირებისათვის შესაბამისი 

ინსტანციების წინაშე.

განცხადებები

ახალი განცხადება არ დამატებულა