განცხადება

by Administrator on Nov 17, 2017 ROOT 131 ნახეს
საქართველოს არქიტექტორთა კავშირის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
 
2017 წლის 23 დეკემბერს გაიმართება საქართველოს არქიტექტორთა კავშირის XXVII საერთო (საარჩევნო) კრება.
კრება გაიმართება ქ.თბილისში, „ექსპოჯორჯია“-ს საგამოფენო კომპლექსის ტერიტორიაზე. მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი № 118 პავილიონი № 3.
მონაწილეთა რეგისტრაცია 10.00 სთ.
კრების მუშაობის დასაწყისი 11.00 სთ.
 
კრების დღის წესრიგი:
  1. საკ-ის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
  2. საკ-ის ქონების ოპტიმიზაციის შესახებ
  3. საკ-ის გამგეობის ანგარიში
  4. საკის სარევიზიო კომისიის ანგარიში
  5. საკ-ის პროფესიული საქმიანობის, საავტორო უფლებების და ეთიკის კომისიის ანგარიში
  6. საკ-ის მმართველი ორგანოების არჩევნები

 

 

 

 
 

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის
წევრთა საყურადღებოდ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ახალი რეალობიდან გამომდინარე და კავშირის საერთო (საარჩევნო) კრების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საკ-ის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1 დეკემბრის ჩათვლით გამოცხადდეთ კავშირის ოფისში (დ. აღმაშენებლის გამზირი 89/24, III სართული), დაფაროთ საწევრო დავალიანება (თუ ასეთი არის) და გაიაროთ რეგისტრაცია როგორც კავშირის ხმის უფლების მქონე წევრი.
კავშირის წევრებს, რომლებიც აღნიშნულ ვადამდე არ დარეგისტრირდებიან, როგორც ხმის უფლების მქონე წევრები, შესაბამისი დებულების თანახმად შეუჩერდებათ წევრობა და ვერ მიიღებენ მონაწილეობას საკ-ის XXVII საერთო კრებაზე საარჩევნო პროცედურებში, რომელიც დანიშნულია 2017 წლის 23 დეკემბერს.


 

 

 

 

საკ-ის 2017 წლის 23 დეკემბრის XXVII საერთო (საარჩევნო) კრების რეგლამენტი

დამტკიცებულია საკ-ის გამგეობის მიერ
2017 წლის 27 ოქტომბერს, ოქმი # 25

 

1. საკ-ის ხმის უფლების მქონე წევრები

1.1. XXVII საერთო კრების ხმის უფლების მქონეა და მონაწილის მანდატი გაიცემა საკ-ის
წევრზე, ვისაც 2017 წლის 1 დეკემბრამდე დაფარული აქვს საწევრო გადასახადი 2017 წლის
ჩათვლით.

2. საკ-ის საერთო კრების სამანდატო კომისია

2.1. საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობა ირჩევს საკ-ის საერთო
კრების სამანდატო კომისიას 5 კაცის შემადგენლობით.
კომისია:
ა) თავისი რიგებიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მდივანს;
ბ) ღებულობს განცხადებებს და აფიქსირებს საკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატთა
საბოლოო სიას;
გ) აფიქსირებს საკ-ის ხმის უფლების მქონე წევრთა სიას;
დ) საკ-ის საერთო კრების დაწყებისას და არჩევნების წინ აფიქსირებს კრების ქვორუმს.
 

3. საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი
კავშირის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის წესი

3.1. კანდიდატთა რეგისტრაცია ტარდება წინასწარ და მიმდინარეობს 2017 წლის 1 დეკემბრის
17.00 საათამდე.
3.2. რეგისტრაციისათვის კანდიდატმა ზემოხსენებულ ვადაში სამანდატო კომისიას უნდა
წარუდგინოს:
_ საკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატის განაცხადი (იხ. დანართი 1) თანდართული ფორმით
(საკ-ის მინიმუმ 20 ხმის უფლების მქონე წევრის მხარდაჭერით და კანდიდატის
თანხმობის დამადასტურებელი ხელმოწერით) _ 2 ეგზემპლარი.
_ პროგრამა თეზისური სახით, რომელსაც შემდგომში პირადად გააცნობს საერთო კრებას
თავის გამოსვლაში (არაუმეტეს 2 გვერდისა AА-4 ფორმატზე).

3.3. კანდიდატთა რეგისტრაცია წარმოებს საკ-ის საერთო კრების სამანდატო კომისიის მიერ
სამუშაო დღეების 11-დან 17 საათამდე. განაცხადის 1 ეგზემპლარი მიმღების
დამადასტურებელი ხელმოწერით და ბეჭდით უბრუნდება წარმომდგენს.
3.4. განაცხადების მიღების ვადის დასასრულს (1 დეკემბერი 17.00 საათი) საკ-ის საერთო კრების
სამანდატო კომისია აფიქსირებს კანდიდატთა საბოლოო სიას. დაგვიანებით წარმოდგენილი
განაცხადი არ მიიღება.
3.5. კანდიდატებს კენჭი ეყრება რეგლამენტის (იხილეთ დანართი) შესაბამისად საკ-ის საერთო
კრებაზე, რომელიც ტარდება 2017 წლის 23 დეკემბერს.
 

4. ღეგლამენტის ამოქმედება

4.1. ღეგლამენტი ამოქმედდეს საკ-ის გამგეობის მიერ მისი მიღებისთანავე.

 

 

 

დანართი

 

საკ-ის მმართველის ორგანოების არჩევნების რეგლამენტი

 

1. ხმის დამთვლელი კომისიის მუშაობა

1.1. საკ-ის გამგეობა 2017 წლის 17 ნოემბრამდე ირჩევს ხმის დამთვლელ კომისიას 7 კაცის
შემადგენლობით. ხმის დამთვლელი კომისია თავისი რიგებიდან ირჩევს თავმჯდომარეს.
1.2. საარჩევნო ბიულეტენზე ალფაბეტის რიგით მოცემულია კანდიდატთა გვარი და სახელი. ბიულეტენი
ინომრება. მოწმდება საკ-ის ბეჭდით და მას ხელს აწერს ხმის დამთვლელი კომისიის
თავმჯდომარე.
1.3. ბიულეტენი უნდა ჩაიშვას სპეციალურ დალუქულ ყუთში.
1.4. კენჭისყრის მონაწილეს აქვს უფლება ჩაუშვას თითოეულ ყუთში მხოლოდ ერთი ბიულეტენი.
1.5. ყუთები იხსნება ხმისდამთვლელი კომისიის წევრების თანდასწრებით.
1.6. კენჭისყრის შედეგები ფიქსირდება ოქმით და მას ხელს აწერს ხმისდამთვლელი კომისიის
ყველა წევრი.
1.7. ხმისდამთვლელი კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მინიმუმ 5 წევრი.
1.8. კენჭისყრის შედეგებს საერთო კრებას გააცნობს ხმისდამთვლელი კომისიის თავმჯდომარე.
1.9. თუ საარჩვენო ყუთში აღმოჩნდება ორი ან მეტი ერთნაირნომრიანი ან რეგლამენტის
შეუსაბამოდ გაფორმებული ბიულეტენი – ასეთები ბათილად ჩაითვლება.
 

2. საკ-ის თავმჯდომარის არჩევნები

2.1. თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.
2.2. რეგისტრაციისას მიღებულ ბიულეტენებში, სადაც მითითებულია თავმჯდომარეობის კანდიდატები,
ხმისმიმცემმა უნდა შემოავლოს წრე მისთვის სასურველი კანდიდატის ნომერს.
2.3. თავმჯდომარეობის კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს კრების მონაწილე ხმის
უფლების მქონე ამომრჩევლების ხმების რაოდენობის ნახევარზე მეტს (მაგრამ არა
ნაკლები ქვორუმის ნახევარისა). ამომრჩევლების რაოდენობად ჩაითვლება ყუთებში
ჩაშვებული ბიულეტენების რაოდენობა (გაუქმებულების გამოკლებით).
2.4. თუ თავმჯდომარეობის კანდიდატთა რაოდენობა 2 ან 2-ზე მეტია და ვერცერთმა ვერ მიიღო
ხმების საკმარისი რაოდენობა, ცხადდება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს
ორი საუკეთესო მაჩვენებლის მქონე კანდიდატი. თუ რიცხობრივად ერთნაირი საუკეთესო
მაჩვენებლები მიიღო 2-ზე მეტმა კანდიდატმა, მეორე ტურში ყველა ისინი მიიღებენ
მონაწილეობას.
2.5. მეორე ტური ტარდება იმავე დღეს. მის ჩასატარებლად კვლავ იბეჭდება ბიულეტენები და
პროცედურა მეორდება.
2.6. მეორე და შემდგომ ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
2.7. თუ რაიმე მიზეზით არ მოხდება თავმჯდომარის არჩევა, ძველი თავმჯდომარის
უფლებამოსილება გრძელდება ახალი თავმჯდომარის არჩევამდე და ერთი თვის განმავლობაში
მოიწვევა კრება იგივე დღის წესრიგით.

3. საკ-ის გამგეობის არჩევნები

3.1. გამგეობის წევრი შეიძლება იყოს XXVII საერთო კრების ხმის უფლების მქონე წევრი.
3.2. გამგეობის არჩეულ წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 35-ით. ამათ გარდა რეგიონალური
ფილიალების თითო წარმომადგენელი და ახლად არჩეული საკ-ის თავმჯდომარე ავტომატურად
შედიან გამგეობის შემადგენლობაში.
3.3. გამგეობის წევრობის კანდიდატთა წარდგენა მოხდეს წერილობითი სახით წინასწარ, 2017
წლის 1-დან 15 დეკემბრის ჩათვლით წევრობის მსურველთა თვითწარდგენის წესით (იხ.დანართი
2). ამასთან, გამგეობის წევრად შეიძლება აირჩეს ის პირი, რომელიც არ იმყოფება საერთო
კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი განცხადება.
3.4. საარჩევნო ბიულეტენი ხმის უფლების მქონე წევრებს გადაეცემათ კრების მონაწილეთა
რეგისტრაციისას კრების დაწყებამდე.
3.5. გამგეობის წევრების ასარჩევად ბიულეტენში, სადაც მოცემულია გამგეობის წევრობის
კანდიდატთა სია, ხმის მიმცემი შემოხაზავს მისთვის სასურველი 35 (არაუმეტეს)
კანდიდატის გვარს.
3.6. არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ხმების მეტ რაოდენობას.

4. საკ-ის პროფესიული საქმიანობის, საავტორო
უფლებების და ეთიკის კომისიის არჩევნები

4.1. საკ-ის პროფესიული საქმიანობის, საავტორო უფლებების და ეთიკის კომისიის შემადგენლობა
განისაზღვრება 5 წევრით, რომლებიც თავის პირველ სხდომაზე ფარული კენჭისყრით ირჩევენ
კომისიის თავმჯდომარეს.

4.2. კომისიის წევრობის კანდიდატების დასახელება მოხდეს წერილობითი სახით წინასწარ, 2017
წლის 1-დან 15 დეკემბრის ჩათვლით, წევრობის მსურველთა თვითწარდგენის წესით (იხ.
დანართი 3). ამასთან, კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს ის პირი, რომელიც არ იმყოფება
საერთო კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი განცხადება.
4.3. კომისიის წევრების ასარჩევად ბიულეტენში, სადაც მოცემულია წევრობის კანდიდატთა სია,
ხმის მიმცემი შემოხაზავს მისთვის სასურველი 5 (არა უმეტეს) კანდიდატის გვარს.
4.4. საკ-ის პროფესიული საქმიანობის, საავტორო უფლებების და ეთიკის კომისიის წევრების
ასარჩევად საარჩევნო ბიულეტენი ხმის უფლების მქონე წევრებს გადაეცემათ კრების
მონაწილეთა რეგისტრაციისას კრების დაწყებამდე.
4.5. არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ხმების მეტ რაოდენობას.
4.6. ეთიკის კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს გამგეობის წევრი.
 

5. საკ-ის სარევიზიო კომისიის არჩევნები

5.1. საკ-ის სარევიზიო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 5 წევრით, რომლებიც თავის პირველ
სხდომაზე ღია კენჭისყრით ირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს.
5.2. კომისიის წევრობის კანდიდატების დასახელება მოხდეს წერილობითი სახით წინასწარ, 2017
წლის 1-დან 15 დეკემბრის ჩათვლით, წევრობის მსურველთა თვითწარდგენის წესით (იხ.
დანართი 4). ამასთან, კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს ის პირი, რომელიც არ იმყოფება
საერთო კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი განცხადება.
5.3. კომისიის წევრების ასარჩევად ბიულეტენში, სადაც მოცემულია წევრობის კანდიდატთა სია,
ხმის მიმცემი შემოხაზავს მისთვის სასურველი 5 (არა უმეტეს) კანდიდატის გვარს.
5.4. სარევიზიო კომისიის წევრების ასარჩევად საარჩევნო ბიულეტენი ხმის უფლების მქონე
წევრებს გადაეცემათ კრების მონაწილეთა რეგისტრაციისას კრების დაწყებამდე.
5.5. არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ხმების მეტ რაოდენობას.
5.6. სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს გამგეობის წევრი.
 

6. დამატებითი რეგულაცია

6.1. იმ შემთხვევაში, თუ თვითწარდგენის წესით გამგეობაში ან სარევიზიო და

პროფესიული საქმიანობის, საავტორო უფლებების და ეთიკის კომისიებში არ
დაფიქსირდა წევრთა რეგლამენტით განსაზღვრული რაოდენობა, საერთო კრება
ღებულობს შესაბამის გადაწყვეტილებას - წევრთა რაოდენობის კორექტირება,
დამატებითი კანდიდატურების წარდგენა ან სხვა.

 

 

 

საკ სიახლის წყარო: http://archunion.ge/ka/13-27esaertokreba.html

ავტორი

განცხადებები

ახალი განცხადება არ დამატებულა